LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

3241
page

ცნობილი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენის, რენდი გერბერის ვაჟი, მოდელი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში აცხადებენ, პრესი გერბერი კვირას, სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.

ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, ახლობლები საზოგადოებას ამ მძიმე პერიოდში პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

„ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობას ამ უკიდურესად რთულ და მტკივნეულ დროს“, – ნათქვამია ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაში.

პრესი გერბერი მოდის ინდუსტრიაში მუშაობდა და ცნობილი მშობლების მსგავსად, სამოდელო ინდუსტრიაში მოღვაწეობდა.

დედა თუ შვილი? – 7 ფოტო, სადაც კაია გერბერსა და სინდი კროუფორდს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ

როცა სამყაროს თავისი გათვლები აქვს – სინდი კროუფორდისა და რიჩარდ გირის შვილები Vogue-ის გარეკანზე ერთად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები