როდესაც სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი 2017 წელს „რაფ სიმონსის“ მიერ შექმნილ, Calvin Klein-ის ჩვენებაზე, პოდიუმზე პირველად გამოჩნდა, მისი გარეგნობის დედის ვიზუალთან შედარება მაშინვე დაიწყო.
თუმცა კაიამ მალევე დაამტკიცა, რომ მხოლოდ ცნობილი დედის ასლი არ იყო. ახალგაზრდა მოდელმა ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ ჩამოყალიბება შეძლო. 2018 წელს Fashion Awards-ზე „წლის მოდელის“ ტიტული მოიპოვა, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში ბრიტანული Vogue-ის გარეკანიც დაამშვენა.
ბოლო წლებში გერბერმა ყურადღება მსახიობობაზეც გადაიტანა და მონაწილეობა მიიღო ისეთ პროექტებში, როგორებიცაა „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, Booksmart და ა.შ…
ახლა კი, როცა 24 წლის კაია რაიან მერფის სამყაროს The Shards-ით უბრუნდება და სერიალში სიუზან რეინოლდსის როლს ასრულებს, დედასთან მსგავსებაზე საუბარი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. განსაკუთრებით თვალში საცემია მისი მოცულობითი, ხვეული ვარცხნილობა, რომელიც სინდი კროუფორდის 1980-იანი წლების საკულტო ვარცხნილობას საოცრად მოგვაგონებს.
კაია წლების განმავლობაში ხშირად ირგებდა დედის სტილს. ცხადია, მათი მსგავსება მხოლოდ სტილს არ ეხება, გარკვეულ მომენტებში დედა-შვილი იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ თითქოს ერთი ადამიანის, ორი განსხვავებული ასაკის ფოტოებს უყურებ
გთავაზობთ 7 შემთხვევას, როცა კაია გერბერმა და სინდი კროუფორდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ცნობილი ფრაზა, – „გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს“..
ვისზე გაცვალა კაია გერბერმა ოსტინ ბატლერი – მოდელი ცნობილი მსახიობის შვილს ხვდება
„წლები სინდი კროუფორდსაც ამარცხებს“ – ლეგენდარული სუპერმოდელი მეუღლესთან ერთად სანაპიროზე

