LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლები სინდი კროუფორდსაც ამარცხებს“ – ლეგენდარული სუპერმოდელი მეუღლესთან ერთად სანაპიროზე

1012
page

90-იანი წლების ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, სინდი კროუფორდმა შაბათ-კვირა მეუღლესთან, რენდი გერბერთან ერთად, მექსიკაში, რომანტიკულ გარემოში გაატარა.

მუქ იისფერ ბიკინიში გამოწყობილი 60 წლის კროუფორდი მეუღლესთან ერთად სანაპიროზე გადაიღეს.

ინტერნეტში გავრცელებულმა პაპარაცულმა ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია, ბევრი აღფრთოვანებულია მოდელის შენარჩუნებული სხეულის ფორმებით, ზოგი კი აღნიშნავს, რომ მას უკვე ასაკი დაეტყო.

„წლები სინდი კროუფორდსაც ამარცხებს“, „ფანტატსიკურად გამოიყურება“, „საოცარი წყვილია“ – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, კროუფორდი და გერბერი თითქმის 28 წელია ერთად არიან და ხშირად ატარებენ დროს ეგზოტიკურ ადგილებში. ისინი 1998 წლის მაისში, ბაჰამის კუნძულებზე დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ვაჟი, პრესლი გერბერი და ქალიშვილი, მოდელი კაია გერბერი.

59 წლის სინდი კროუფორდი ამტკიცებს, რომ კვლავ სილამაზის, გემოვნებისა, მარადიული ელეგანტურობის ეტალონია – მოდელი C Magazine-ის საიუბილეო გამოშვების გარეკანზე

ფოტო/ვიდეო: ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი – სინდი კროუფორდი, ენდი და კაია გერბერები „ბროდვეის“ წითელ ხალიჩას იპყრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები