LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე გასრულდა ამბავი“ – ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი დაამარცხა

2512
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (7)

ანჯელინა ჯოლიმ ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს მრავალწლიანი სასამართლო დავა მოუგო. საქმე საფრანგეთში მდებარე ცნობილი ღვინის მეურნეობის, Chateau Miraval-ის, წილის გაყიდვას ეხებოდა.

„ბრანჯელინას“ ირგვლივ ახალი ტალღა იწყება – რას ითხოვს ბრედ პიტი

როგორც უცხოური მედია წერს, ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრედ პიტს არ აქვს უფლება, ანჯელინა ჯოლის პირად ელექტრონულ წერილებზე მიიღოს წვდომა. საუბარია მიმოწერაზე, რომელიც მსახიობის მიერ ღვინის მეურნეობის წილის გაყიდვას უკავშირდება.

სასამართლომ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტები კონფიდენციალურია და კანონის მიერ არის დაცული. პიტის მოთხოვნა კი უარყოფილი იქნა, რადგან მან ვერ შეძლო საპირისპიროს დამტკიცება.

ანჯელინა ჯოლის ადვოკატის, პოლ მერფის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მსახიობისთვის.

„ბრედ პიტმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, როდესაც ცდილობდა მიეღო წვდომა დოკუმენტებზე, რომლებიც ადვოკატისა და კლიენტის საიდუმლო კომუნიკაციას შეიცავდა“, – განაცხადა მერფიმ ჟურნალისტებთან.

ბრედ პიტი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ნახ­ვას ითხოვს – „ბრანჯელინას“ ომი გრძელდება

სასამართლო გამარჯვების ფონზე, ანჯელინა ჯოლიმ ლოს-ანჯელესში მდებარე საკუთარი სასახლე გასაყიდად გაიტანა. მედიის ინფორმაციით, მსახიობი სახლს 30 მილიონ დოლარად აფასებს. აღნიშნული უძრავი ქონება მან 2017 წელს, ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ყოფილი მეუღლის მეზობლად შეიძინა, რათა შვილების ერთობლივი მეურვეობა გაემარტივებინა.

გავრცელებული ცნობებით, ჯოლი აშშ-ის დატოვებასაც გეგმავს. მსახიობს ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ როდესაც ტყუპები, ნოქსი და ვივიენი 18 წლის გახდებოდნენ, ამერიკიდან წავიდოდა. წყაროების ცნობით, ის შესაძლოა უკვე ივლისში გადავიდეს სხვაგან საცხოვრებლად. ამ ეტაპზე ორ ქვეყანას განიხილავენ, კამბოჯას და საფრანგეთს.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2016 წელს დაშორდნენ ერთმანეთს ათწლეულზე მეტი ურთიერთობისა და ორწლიანი ქორწინების შემდეგ. 2021 წელს ჯოლიმ Chateau Miraval-ის საკუთარი წილი რუს მილიარდერ, იური შიფლერს მიჰყიდა, რის შემდეგაც პიტმა სასამართლოს მიმართა და გარიგების გაუქმება მოითხოვა. მათი ოფიციალური განქორწინება 2024 წლის ბოლოს დასრულდა.

ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის დატოვებას და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები