LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილები უკვე დიდები არიან, მზად ვარ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის“ – 51 წლის ანჯელინა ჯოლი ამბობს, რომ ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ არავინ ჰყოლია

218
page

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ პირად ცხოვრებაზე იშვიათი კომენტარი გააკეთა. ახალი ფილმის, „კუტიურის“ (Couture), სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Yahoo Entertainment-თან ინტერვიუში 51 წლის მსახიობმა შვილების გაზრდაზე, საკუთარ თავთან „ხელახლა დაბრუნებასა“ და ცხოვრების ახალ ეტაპზე ისაუბრა.

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან შერიგებას ცდილობდა, თუმცა, მისგან მტკიცე უარი მიიღო – მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

ჯოლის თქმით, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილები გაიზარდნენ, მათი ურთიერთობა შეიცვალა, რაც მას საკუთარი თავის სხვაგვარად დანახვაში დაეხმარა.

„ახლა, როცა ჩემი ქალიშვილები უკვე დიდები არიან, საკუთარ თავში ბევრ ახალ რამეს ვხედავ. ისინი უკვე ზრდასრული ქალებივით მესაუბრებიან და მეც ვაცნობიერებ, რა მინდა მათთვის, რა არ უნდა დაკარგონ და რისი ერთგულნი უნდა დარჩნენ. ამავდროულად, ეს მახსენებს, რომ შესაძლოა, მეც დავკარგე რაღაც, რაც ოდესღაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა მსახიობმა.

ჯოლი აღნიშნავს, რომ ყოველივე ამან მას შეახსენა ის ფაქტი, რომ მხოლოდ დედა კი არა, საკუთარი სურვილებისა და ოცნებების მქონე ქალიც არის.

„გარკვეული თვალსაზრისით, ისინი ჩემს ძველ „მეს“ მიბრუნებენ. ვფიქრობ, ახლა მათ სურთ, რომ მხოლოდ „დედა“ აღარ ვიყო და მეც ვგრძნობ, რომ ბოლოს და ბოლოს მაქვს შესაძლებლობა, ისევ საკუთარი თავი გავხდე“, – ამბობს ის.

ინტერვიუში ანჯელინამ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღიარა, რომ ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ არავისთან არ ჰქონია სასიყვარულო კავშირი, რადგან მთელი მისი ყურადღება შვილებზე იყო გადატანილი.

თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზად არის და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

„ვერ ვგრძნობ, რომ უკვე 51 წლის ვარ. ჯერ არ ვარ მზად სიბერეზე ვიფიქრო. მგონია, რომ ისევ უნდა ვიცხოვრო, ისევ თავისუფალი ვიყო, რადგან ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრებამ ცოტა დამამძიმა“, – აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.

ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2016 წლის სექტემბერში დაშორდნენ ერთმანეთს.

თვალების ასიმეტრია და გაშეშებული სახე – ანჯელინა ჯოლის უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები