LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალების ასიმეტრია და გაშეშებული სახე – ანჯელინა ჯოლის უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

226
page

ანჯელინა ჯოლი ნიუ-იორკში ფილმის, Couture-ის სპეციალურ ჩვენებას დაესწრო. ამ დღეს 51 წლის მსახიობს „ტომ ფორდის“ გრძელი შავი კაბა ამშვენებდა.

მედიაში ჯოლის მოკლე ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ის ფილმის გადაღების პროცესზე საუბრობს. ახალი კადრები ელვისებური სისწრაფით გავრცელდა, ინტერნეტსივრცეში კვლავ ანჯელინას გაშეშებული სახის მიმიკებზე წერენ, თვალში საცემია თვალების ასიმეტრიაც.

ანჯელინა ჯოლის თვალების დახამხამება კვლავ უჭირს – როგორ აღნიშნა მსახიობმა 51-ე იუბილე

ჯოლის სახის ასიმეტრიის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, შანხაიში, ტომ ფორდის წვეულებაზე გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. გულშემატკივრები და ექსპერტები ორ მთავარ თეორიას განიხილავენ, სახის დამბლის რეციდივს ან წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შედეგებს.

რა დაემართა ანჯელინას თვალზე? – მსახიობის სახის ასიმეტრიამ გულშემატკივრები შეაშფოთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები