ანჯელინა ჯოლიმ 51-ე დაბადების დღე ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა. მსახიობი ლოს-ანჯელესში შვილებთან ერთად გამოჩნდა. იუბილეს აღსანიშნავად ანჯელინამ ყოველდღიური და კომფორტული სტილი შეარჩია. მსახიობს ნაცრისფერი სვიტერი და კლასიკური შარვალი ეცვა. მას თან ახლდნენ ვაჟები, 17 წლის ნოქსი და 22 წლის პაქსი.
ვიდეო: მამის კვალდაკვალ – 17 წლის ნოქს-ჯოლი პიტის უახლესი გამოჩენა და ლეგენდარული მამის იმიჯი
ფოტოგრაფების ყურადღება განსაკუთრებით ანჯელინას სახემ მიიპყრო. თითქოს, მას კვლავ თვალების დახუჭვის პრობლემა ჰქონდა.
ჯოლის სახის ასიმეტრიის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, შანხაიში, ტომ ფორდის წვეულებაზე გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. გულშემატკივრები და ექსპერტები ორ მთავარ თეორიას განიხილავენ, სახის დამბლის რეციდივს ან წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შედეგებს.
რა დაემართა ანჯელინას თვალზე? – მსახიობის სახის ასიმეტრიამ გულშემატკივრები შეაშფოთა
„ყველაფერი ახლა იწყება!“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება
