ანჯელინა ჯოლი, წყაროს ინფორმაციით, ცდილობს ოჯახში არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ მთავარი ყურადღება შვილების ემოციურ კეთილდღეობასა და ურთიერთობების აღდგენაზე გაამახვილოს.
Page Six-თან საუბრისას ჯოლის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ მსახიობი შვილების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს.
„ენჯი არ იბრძვის და არ არის გაბრაზებული. მას მხოლოდ ის სურს, რომ ყველამ შეძლოს გამოჯანმრთელება და მშვიდობის პოვნა. ადამიანებმა სრული სიმართლე რომ იცნობდნენ, მისი შვილების მიმართ უფრო მეტ თანაგრძნობას გამოიჩენდნენ“, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, 18 წლის ვივიენ ჯოლი-პიტმა გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით, 20 ივლისს ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში ოფიციალურად შეიტანა განცხადება. სასამართლო დოკუმენტებში ცვლილების მიზეზად მხოლოდ „პირადი გარემოებები“ არის მითითებული.
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობის ნაშვილებმა შვილებმა, მედოქსმა და ზაჰარამ სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს გვარის შეცვლის მოთხოვნით და განცხადებები Los Angeles Daily Journal-ში გამოაქვეყნეს.

