ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ოჯახის ირგვლივ მიმდინარე მრავალწლიანი კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა. მსახიობის ნაშვილებმა შვილებმა, მედოქსმა და ზაჰარამ სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს გვარის შეცვლის მოთხოვნით და განცხადებები Los Angeles Daily Journal-შიც გამოაქვეყნეს.
24 წლის მედოქსი ამიერიდან მედოქს ჩივან ჯოლი, ხოლო 21 წლის ზაჰარა, ზაჰარა მარლი ჯოლი იქნებიან. ორივე მათგანი აქამდე ორმაგ გვარს, ჯოლი-პიტს ატარებდა.
მედოქსისა და ზაჰარას მიერ გამოქვეყნებული განცხადებებში არ ყოფილა ემოციური მიმართვები ან მამის კრიტიკა. ეს იყო იურიდიული, სტანდარტული განცხადებები, რომლებიც კალიფორნიის კანონმდებლობით ქვეყნდება მაშინ, როდესაც ადამიანი სასამართლოს გვარის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.
განცხადებებში, ფაქტობრივად, მხოლოდ ეს ინფორმაცია იყო მითითებული:
„ზაჰარა მარლი ჯოლი-პიტი ითხოვს, რომ მისი ოფიციალური სახელი გახდეს ზაჰარა მარლი ჯოლი.
მედოქს ჩივან ჯოლი-პიტი ითხოვს, რომ მისი ოფიციალური სახელი გახდეს მედოქს ჩივან ჯოლი“.
ბრედ პიტის გარემოცვა ამტკიცებს, რომ მსახიობს ექვსივე შვილთან ურთიერთობის აღდგენა სურს. მათივე თქმით, ანჯელინა ჯოლი წლების განმავლობაში ბავშვებს არა მხოლოდ მამისგან, არამედ მისი მშობლებისა და მთელი ოჯახისგანაც აშორებდა, რამაც ურთიერთობების საბოლოო გაუარესებას შეუწყო ხელი.
ცნობისთვის, წყვილის განქორწინებას წინ უძღოდა ინციდენტი კერძო თვითმფრინავში, რომლის დროსაც, ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტი როგორც მასზე, ისე ერთ-ერთ შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. მსახიობი აცხადებდა, რომ პიტმა ერთ-ერთ ბავშვს ყელში ხელი წაუჭირა, მეორეს სახეში დაარტყა, თავად კი კედელს მიაჯახა რის შედეგადაც ზურგისა და იდაყვის დაზიანებები მიიღო.



