LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ძლიერი ქალი ვარ, რადგან ძლიერმა ქალმა აღმზარდა, მადლობა, დედა“ – ანჯელინა ჯოლის ქალიშვილის ემოციური მიმართვა

685
page

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა, ზაჰარა ჯოლიმ საზოგადოება ემოციური გამოსვლით მოხიბლა.

21 წლის ზაჰარამ დედა-შვილის ურთიერთობისადმი მიძღვნილ ლანჩზე ისაუბრა, რომელიც „სპელმანის კლეჯში“ გაიმართა.

თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ დედა-შვილის კავშირის მნიშვნელობაზე საუბარი მისთვის მარტივი არ ყოფილა:

„როდესაც მთხოვეს, დღეს თქვენთან დედა-შვილის ურთიერთობის მნიშვნელობაზე მესაუბრა, სიტყვების პოვნა გამიჭირდა. არა იმიტომ, რომ ამას არ ვაფასებ, არამედ იმიტომ, რომ მე და დედას განსაკუთრებული, სულიერი კავშირი გვაქვს, რომლის სიტყვებით გადმოცემაც რთულია“, – თქვა ზაჰარამ.

მან ანჯელინა ჯოლი „ყველაზე უანგარო, მზრუნველ და გამგებ ქალად“ მოიხსენია და სიტყვა შთამბეჭდავი ციტატით დაასრულა:

„მახსენდება ფრაზა, რომელიც წლების წინ ვნახე, – ძლიერი ქალი ვარ, რადგან ძლიერმა ქალმა აღმზარდა, მადლობა, დედა.“

აღნიშნული მომენტი განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა.

გაიცანით ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სიძე – ზაჰარა დაინიშნა

„ზაჰარას ეს მამისთვის არ უნდა გაეკეთებინა“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილი მამის გვარის უარყოფის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ზაჰარა ჯოლი-პიტის თანაკურსელები ოცნებობენ, რომ მას კოლეჯში ბრეტ პიტმა მიაკითხოს – რას ჰყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები