LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაემართა ანჯელინას თვალზე? – მსახიობის სახის ასიმეტრიამ გულშემატკივრები შეაშფოთა

1867
page

50 წლის ანჯელინა ჯოლი ატლანტაში, სპელმანის კოლეჯში გამართულ Perls of Purpose Foundation-ის საქველმოქმედო ვახშამზე გამოჩნდა, სადაც ის ქალიშვილთან ზაჰარასთან ერთად მივიდა. მსახიობმა სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ქალებს, თუმცა, საზოგადოების ყურადღება მალევე მისმა გარეგნობამ მიიპყრო.

სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ჯოლიმ თმით სახის მარცხენა მხარის დაფარვა სცადა და მისი მარჯვენა თვალი მარცხენაზე შესამჩნევად ფართო ჩანდა. კომენტარები შეშფოთებიდან მკაცრ კრიტიკამდე მერყეობდა: „რა დაემართა მის თვალებს?“, „მისი ყოფილი სილამაზიდან არაფერი დარჩა“, „ფეისლიფტინგი ძალიან დაჭიმული იყო“.

ჯოლის სახის ასიმეტრიის შესახებ ჭორები მარტის ბოლოს შანხაიში ტომ ფორდის წვეულებაზე გამოჩენის შემდეგ გაძლიერდა. სხვაობა შესამჩნევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვით ადრე მსახიობი ნორმალურად გამოიყურებოდა. გულშემატკივრები და ონლაინ ექსპერტები ორ მთავარ თეორიას განიხილავენ, სახის დამბლის რეციდივი ან ახალი პლასტიკური ქირურგიის შედეგები.

ფოტო/ვიდეო: „ძლიერი ქალი ვარ, რადგან ძლიერმა ქალმა აღმზარდა, მადლობა, დედა“ – ანჯელინა ჯოლის ქალიშვილის ემოციური მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები