ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, ადრიანო ჩელენტანო წლების განმავლობაში საჯარო სივრცეში თითქმის არ გამოჩენილა, თუმცა ბოლო პერიოდში, 88 წლის ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში აშკარად გააქტიურებულია.
ჩელენტანომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი სატელევიზიო კარიერის სხვადასხვა ეპიზოდია თავმოყრილი, მათ შორის კადრები ცნობილი შოუდან, Rock Economy. ვიდეოს ბოლოს კი მისი ამჟამინდელი ფოტო ჩნდება, რომელიც 88 წლის ასაკშია გადაღებული.
„შეიძლება კიდევ უფრო გავუარესდე… მაგრამ ამას ვერ დაგპირდებით!“, – ასეთი იუმორისტული ფრაზით დაასრულა ჩელენტანომ პოსტი.
აღსანიშნავია, რომ მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა 2019 წელს შედგა, როდესაც ეთერში ოთხნაწილიანი სპეციალური გადაცემა, Adrian – Questa è la storia (ადრიანი – ეს ისტორიაა) გავიდა. მას შემდეგ ადრიანო საზოგადოებრივი სივრციდან ფაქტობრივად გაუჩინარდა.
როგორ გამოიყურება 87 წლის ადრიანო ჩელენტანო – ახალმა ფოტომ ინტერნეტი ააფეთქა


