როგორც ცნობილია, ბრედლი კუპერი „ოუშენის” ფილმების სერიის „პრიქუელს“ იღებს. კუპერი კინოსურათში მთავარ როლს ასრულებს, მას კი პარტნიორობას, მარგო რობი უწევს.
სულ ცოტა ხნის წინ გადაღებებიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. მარგომ 1960-იანი წლების ელეგანტური სტილი მოირგო. 36 წლის მსახიობი თეთრ, დახვეწილ მინი-კაბაში გამოჩნდა, მას კი შავი „შანელის“ ჩანთა და იმავე ფერის ელეგანტური ქუდი შეუხამა.
ბრედლი კუპერი და მარგო რობი ,,ოუშენის” ფილმების სერიის პრიქუელში მთავარ როლებს შეასრულებენ
ფილმში მოქმედება 1962 წლის მონაკოს გრან-პრიზე განვითარდება და მოგვითხრობს ჯორჯ კლუნის პერსონაჟის, დენი ოუშენის მშობლების ისტორიას, რომლებიც მაღალი დონის ძარცვას გეგმავენ. ფაქტობრივად, პრეისტორია გვიჩვენებს იმ კრიმინალურ ფესვებს, რამაც დენი ოუშენი ჩამოაყალიბა.
წინარეისტორიის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოარული ხმების თანახმად, ის ეკრანებზე 2027 წელს გამოჩნდება.
ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი გაიპარნენ – ახალი დეტალები წყვილის ქორწინების შესახებ