LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ბრედლიზე ვფიქრობ, მაშინვე ვიღიმი“ – ჯიჯი ჰადიდის იშვიათი კომენტარი საყვარელ მამაკაცზე

172
page

ჯიჯი ჰადიდმა Met Gala 2026-ის წითელ ხალიჩაზე საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და პირველად გააზიარა ბრედლი კუპერთან ურთიერთობის დეტალები.

„ჩემი მამაკაცი“ – ჯიჯი ჰადიდმა დაბადების დღის საჩუქრის ფოტო გაგვიზიარა, რომელიც მას ბრედლი კუპერმა აჩუქა

31 წლის მოდელი ღონისძიების ფარგლებში Vogue-ის პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა ეშლი გრემსა და კარა დელევინს. მან აღნიშნა, რომ კამერების წინ სიმშვიდის შენარჩუნებაში ახლობელ ადამიანებზე ფიქრი ეხმარება.

„ვცდილობ, პოზიტიურ განწყობაზე ვიყო. ჩვენი საქმეა სწორად მოვემზადოთ და კარგზე ვიფიქროთ, მაშინ ღიმილი თავისით ჩნდება და ეს თვალებშიც იგრძნობა. როცა ჰაისა და ბრედლიზე ვფიქრობ, მაშინვე ვიღიმი“, – განაცხადა ჰადიდმა.

ცნობისთვის, წითელ ხალიჩაზე მოდელი Miu Miu-ს გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა ურთიერთობა 2023 წელს დაიწყეს. „ოსკარის“ ნომინანტ მსახიობს წარსულში ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა მსახიობ, ჯენიფერ ესპოზიტოსთან, ხოლო ირინა შეიკთან ურთიერთობის შედეგად ჰყავს ქალიშვილი ლეა. ჯიჯი ჰადიდისთვის, რომელიც მომღერალ ზეინ მალიკისგან შვილს, ჰაის ზრდის, ეს ქორწინება პირველი იქნება.

ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის ნიშნობის დეტალები – როგორც სთხოვა ხელი 50 წლის მსახიობმა 30 წლის მოდელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები