Variety-ის ინფორმაციით, ბრედლი კუპერი ,,ოუშენის” ფილმების სერიის პრიქუელს გადაიღებს. ფილმში მოქმედება 1962 წლის მონაკოს გრან-პრიზე განვითარდება და მოგვითხრობს ჯორჯ კლუნის პერსონაჟის, დენი ოუშენის მშობლების ისტორიას, რომლებიც მაღალი დონის ძარცვას გეგმავენ. ფაქტობრივად, პრეისტორია გვიჩვენებს იმ კრიმინალურ ფესვებს, რამაც დენი ოუშენი ჩამოაყალიბა.
არსებული ცნობებით, კუპერი კინოსურათში მთავარ როლსაც მოირგებს, მას კი პარტნიორობას, მარგო რობი გაუწევს.
წინარეისტორიის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოარული ხმების თანახმად, ის ეკრანებზე 2027 წელს გამოჩნდება.
პარალელურად, როგორც ცნობილია ჯორჯ კლუნი ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილზე მუშაობს, რომელშიც ორიგინალურ სამსახიობო შემადგენლობასთან, მათ შორის ბრედ პიტთან, მეთ დეიმონთან და ჯულია რობერტსთან ერთად დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ,,ოუშენის” ფილმების სერია სამ ნაწილს („ოუშენის თერთმეტი მეგობარი” (2001), ,,ოუშენის თორმეტი მეგობარი” (2007), ,,ოუშენის ცამეტი მეგობარი”) აერთიანებს. ასევე ცნობილია სპინოფი – ,,ოუშენის რვა მეგობარი” (2018) დენი ოუშენის დის შესახებ.