36 წლის მარგო რობი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ფრენჩაიზის პროდიუსერმა, ჯერი ბრუკჰაიმერმა განაცხადა.
როგორც ირკვევა, ახალ ფილმში მთავარი ყურადღება სწორედ რობის პერსონაჟზე იქნება გადატანილი, მაშინ როცა კაპიტანი, ჯეკ ბეღურა, რომელსაც ჯონი დეპი განასახიერებს, შესაძლოა მეორეხარისხოვან პერსონაჟად მოგვევლინოს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის დეტალები უცნობია, არც გამოსვლის თარიღი და არც ოფიციალური სიუჟეტური ხაზი ჯერ არ გასაჯაროებულა.
ამასთან, ბრუკჰაიმერმა არ გამორიცხა ჯონი დეპის დაბრუნებაც. პროდიუსერის თქმით, ისინი მსახიობთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ამავდროულად სცენარზე მუშაობენ.
რაც შეეხება მარგო რობის, მსახიობი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული კინემატოგრაფიაში. 2026 წლის გაზაფხულზე მან დაასრულა „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრომოუშენი, სადაც ჯეიკობ ელორდისთან ერთად მთავარ როლს ასრულებდა.
„კარიბის ზღვის მეკობრეების“ ბოლო, მეხუთე ფილმი, „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ 2017 წელს გამოვიდა. ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 795,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ფრენჩაიზის ხუთმა ნაწილმა ჯამში დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი შეაგროვა.
ბრედლი კუპერი და მარგო რობი ,,ოუშენის” ფილმების სერიის პრიქუელში მთავარ როლებს შეასრულებენ

