LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ემბერ ჰარდის შვილების მამა, ჯონი დეპი თუ ილონ მასკი? – მსახიობი ტყუპებთან ერთად პირველად გამოჩნდა

1148
page

ჰოლივუდის ყოფილი ვარსკვლავი, ემბერ ჰარდი დღეს რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს. ხმაურიანი კარიერისა და სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ, მან საჯარო სივრცე თითქმის სრულად დატოვა.

წითელი ხალიჩებისა და გლამურული ღონისძიებების ნაცვლად, 40 წლის მსახიობი ახლა მშვიდ ცხოვრებას ეწევა მადრიდში. ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ყოფილ მეუღლესთან, ჯონი დეპთან 2022 წელს მრავალმილიონიანი სასამართლო დავა დაასრულა.

სულ ცოტა ხნის წინ, ემბერი პაპარაცებმა მადრიდის ქუჩებში, ტყუპებთან სეირნობის დროს გადაიღეს. ის საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, 2021 წელს მას სუროგატი დედის დახმარებით ქალიშვილი შეეძინა. გასულ წელს კი ცნობილი გახდა რომ ემბერი კვლავ დედობისთვის ემზადებოდა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მსახიობს ტყუპები შეეძინა.

დღემდე უცნობია, ვინ არის ჰარდის შვილების მამა. სპეკულაციების თანახმად, ბავშვების მამა ილონ მასკია, რომელსაც ემბერთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა. ასევე ვრცელდება ვარაუდი, თითქოს ემბერს ჯონი დეპის ბიოლოგიური მასალა ჰქონდა შენახული და შვილები სწორედ მისგან ჰყავს.

ემბერ ჰარდი ტყუპების დედა გახდა – 39 წლის მსახიობი პოსტს ავრცელებს

38 წლის ემბერ ჰარდი ორსულადაა – ვინ არის მისი მეორე შვილის მამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები