LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა ყველა დაჩრდილა! – მილიარდერის ახალი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

169
page

ილონ მასკი პეკინში გამართული სახელმწიფო მიღების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურა გახდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ოფიციალურ ღონისძიებაზე უჩვეულოდ თავისუფლად და მხიარულად იქცეოდა. ის „სელფების“ გადაღებისას სასაცილო მიმიკებს იღებდა.

მასკი ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, რომელიც ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად განიხილავენ მის ქცევას, ზოგი კი წერს, რომ მილიარდერმა „ყველა დაჩრდილა“.

„ილონ მასკმა ბანკეტზე აბსოლუტურად ყველა დაჩრდილა“, – დაწერა X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა. სხვები აღნიშნავდნენ, რომ ვიდეოს ყურებისას სიცილის შეკავება უჭირდათ და მასკს „ამ შოუს ნამდვილ ვარსკვლავს“ უწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავად მასკმაც გააზიარა ვირუსული ვიდეო საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის ამ მოგზაურობაში მას თან ახლდა შვილი, რომლის სახელია, X Æ A-XII.

ილონ მასკი თავის 4 შვილის დედასთან ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა – ვინ არის მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის რჩეული

„ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი!“ – მილიარდერმა ილონ მასკმა სევდიანი პოსტი გაავრცელა

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $800 მილიარდს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები