LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი კრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკუთარ „ოდისეას“ შექმნის – რას აცხადებს ტრილიონერი

145
page

54 წლის მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჰომეროსის „ოდისეას“ საკუთარ ეკრანიზაციას გადაიღებს, რომელიც, მისი თქმით, ისტორიულად სანდო და ორიგინალური ნაწარმოების შინაარსის მატარებელი იქნება.

ილონ მასკის იმპერია დეტალურად – რომელ კომპანიებს აკონტროლებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

მასკის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა Grok Imagine სრულმეტრაჟიან ფილმს შექმნის. აღნიშნული სერვისი კომპანია xAI-მ 2023 წელს შეიმუშავა და ვიდეოების გენერაციას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახორციელებს. მილიარდერის განცხადებიდან ჩანს, რომ ფილმის შექმნას ის სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით გეგმავს.

როგორც უცხოური მედია წერს, მასკის პროექტი ერთგვარ პასუხად განიხილება რეჟისორ, კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმზე „ოდისეა“, რომელსაც ბიზნესმენი უკვე რამდენიმე თვეა საჯაროდ აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ნოლანის ნამუშევარი ჰომეროსის ორიგინალურ ტექსტს მნიშვნელოვნად დაშორდა და თანამედროვე ტენდენციებს მოერგო.

კრიტიკის მთავარი მიზეზი ფილმის სამსახიობო შემადგენლობა გახდა. მასკი არ ეთანხმება ოსკაროსანი მსახიობის, ლუპიტა ნიონგოს, ელენე ტროელის როლზე შერჩევას. სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა ენ ჰეთეუეის მონაწილეობაც პენელოპეს როლში. კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსახიობის გარეგნობა და ასაკი პერსონაჟს არ შეესაბამება. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ 43 წლის ენ ჰეთეუეი ეკრანზე 30 წლის ტომ ჰოლანდის პერსონაჟის, ტელემაქეს დედას განასახიერებს, მაშინ როდესაც რეალურ ცხოვრებაში მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 13 წელია.

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ კინოგაქირავებაში 16 ივლისს გამოვიდა. ფილმში მონაწილეობენ მეთ დეიმონი (ოდისევსი), ტომ ჰოლანდი (ტელემაქე), ენ ჰეთეუეი (პენელოპე), რობერტ პატინსონი (ანტინოე), ზენდეია (ათენა), შარლიზ ტერონი (კალიფსო), მია გოთი (მელანტო), ლუპიტა ნიონგო (ელენე ტროელი), ელიოტ პეიჯი და სხვა ცნობილი მსახიობები.

ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა

ილონ მასკმა ყველა დაჩრდილა! – მილიარდერის ახალი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები