ელიოტ პეიჯმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები და ვიდეოები გააზიარა, რომლებშიც მისი გამოკვეთილი მუცლის პრესი და სპორტული აღნაგობა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
ფოტოებზე პეიჯი მაისურის გარეშე, წითელ შორტსა და თეთრ სპორტულ ფეხსაცმელში პოზირებს. მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც რინგზე მწვრთნელთან ერთად სპარინგის დროსაა აღბეჭდილი.
პეიჯის შთამბეჭდავმა ფიზიკურმა ფორმამ გამომწერების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. კომენტარებში არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია.
ცნობისთვის, სულ რამდენიმე დღეში კრისტოფერ ნოლანის ფილმის, „ოდისეას“ პრემიერა შედგება, რომელშიც ელიოტ პეიჯი ბერძენი მებრძოლის, სინონის როლს მოირგებს.
უკვე ოფიციალურად – მამაკაცად გარდაქმნილმა ელიოტ პეიჯმა წითელ ხალიჩაზე შეყვარებული გამოაჩინა
შეგახსენებთ, 2021 წლის „ჯუნოს“ ვარსკვლავმა სქესის შეცვლის ურთულესი ოპერაციები გადაიტანა, მან სახელი შეიცვალა და ელიოტი დაირქვა. მსახიობი ამ თემაზე ღიად საუბრობს და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან ბავშვობიდან თავს ბიჭად მიიჩნევდა.
მამაკაცად გარდაქმნის შემდეგ, ელიოტ პეიჯმა რომანი გაასაჯაროვა – 38 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები

