„ძალაუფლება ადამიანებს რყვნის!“, – ასე აღწერს თავის გამოცდილებას, ვივიენ უილსონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ცნობილ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
ფოტო/ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი „გუჩის“ ჩვენებაზე „მილანის მოდის კვირეულზე“
21 წლის, უკვე წარმატებულმა მოდელმა გამოცემა Cosmopolitan-თან ინტერვიუში ისაუბრა ბავშვობაზე, რომელიც „ზედმეტი სიმდიდრის პირობებში“ გაატარა. მისი თქმით, ფული ერთდროულად იყო როგორც კურთხევა, ისევე წყევლა. ძლიერი ცდუნება, რომელსაც ძალაუფლების მქონე ადამიანები ხშირად ვერ უძლებენ.
„მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ეს შენს პიროვნებას ცვლის. ძალაუფლების წყურვილი ადამიანებს შიგნიდან აფუჭებს“, – განაცხადა უილსონმა. მისი თქმით, მუდმივი სწრაფვა მეტისკენ უსასრულო ციკლს ქმნის.
უილსონმა, რომელმაც საბოლოოდ თქვა უარი ოჯახურ სიმდიდრეზე და ახლა აქტიურად გამოდის სხვების დასაცავად, საკუთარი ბავშვობა „იზოლირებულ და უცნაურ გამოცდილებად“ შეაფასა.
„ეს იყო ძალიან უცნაური და იზოლირებული გარემო… ელიტას თავისი დახურული სკოლები და სოციალური წრეები აქვს“, – ამბობს ის.
მასკის შვილი სწავლობდა Ad Astra School-ში. დახურულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც SpaceX-ის კამპუსზე მდებარეობს, შემდეგ კი სწავლა განაგრძო Crossroads School-ში. მისი თქმით, ჯერ კიდევ ბავშვობაში აწუხებდა „ნაკლებად იღბლიანი ადამიანების“ მდგომარეობა.
„ბევრი რამის გადაფასება მომიწია, მაგრამ უკვე ბავშვობაშიც ვფიქრობდი. ეს აბსურდია. მახსოვს, როგორ დავინახე უსახლკარო ადამიანები და ცუდად გავხდი“, – იხსენებს ვივიენი.
ვივიენმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების თვალში ის მაინც რჩება ილონ მასკის შვილად.
საინტერესოა, რომ ადრე თავად ილონ მასკმაც ისაუბრა საკუთარ სიმდიდრეზე და აღნიშნა, რომ „ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი“.


