ელონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა ვივიენ უილსონმა, წითელ ხალიჩაზე მიცემული ინტერვიუ მოულოდნელად შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას მილიარდერ მამაზე ჰკითხა.
ინციდენტი სამშაბათს, ესპანეთის კუნძულ იბიცაზე, Desigual Vintage-ის ღონისძიებაზე მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეკითხება ჟურნალისტი უილსონს:
„მამაშენი საუკეთესოა, არა?“, რაზეც მან მოკლედ უპასუხა: „კარგი“ და ინტერვიუ დატოვა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვივიენ უილსონსა და მის მამას შორის წლების განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობას. მათ უკვე ძალიან დიდი ხანია არ აქვთ ურთიერთობა. ვივიენს მილიარდერი მამის შესახებ არაერთი სკანდალური განცხადება გაუკეთებია.
ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, ვივიენ უილსონი Savage X Fenty-ის Pride კამპანიის სახე გახდა
„ძალაუფლება ადამიანებს რყვნის!“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის უახლესი ინტერვიუ
Model Vivian Wilson, kendisine babası Elon Musk hakkında yöneltilen soruların ardından röportajı yarıda bıraktı. pic.twitter.com/5JekbcWePY
— Punto360 (@punto360tr) June 3, 2026