მოდელმა, ჯიჯი ჰადიდმა, რომელმაც ახლახან 31-ე დაბადების დღე აღნიშნა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუზიარა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დიდი თაიგულის ფოტო, რომელიც, როგორც გაირკვა, მისმა რჩეულმა, ბრედლი კუპერმა აჩუქა. პოსტს მოდელმა მოკლე, მაგრამ მკაფიო წარწერა დაურთო:
„ჩემი მამაკაცი, თუ რამეა“.
მანამდე ჰადიდი და კუპერი ერთად დაესწრნენ სპექტაკლს, „გოდოს მოლოდინში“, სადაც მთავარ როლს კიანუ რივზი ასრულებს.
შეგახსენებთ, ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უკვე ქორწილისთვის ემზადება. ინსაიდერების თქმით, გასული წლის ბოლოს 51 წლის კუპერმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.
„დიახ, თანახმა ვარ“ – ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა – წყვილი 2026 წელს დაქორწინდება
ზეინ მალიკის თქმით, მას ჯიჯისთან სიყვარული არ აკავშირებდა – მოდელი „შოკირებული“ და „დამცირებულია“

