LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ბრედლი კუპერი და 31 წლის ჯიჯი ჰადიდი ქორწინდებიან

467
photo-collage.png (2)

გავრცელებული ცნობებით, ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ქორწილისთვის ემზადებიან.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარსკვლავებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, დასავლური მედია და ინსაიდერები აქტიურად მსჯელობენ მათ შესაძლო დაქორწინებაზე.

ქორწინების შესახებ ხმები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 აგვისტოს პაპარაცებმა წყვილი პარიზის ქუჩებში ხელჩაკიდებული დააფიქსირეს. 51 წლის ბრედლის კლასიკური ოქროს ბეჭედი, ხოლო 31 წლის ჯიჯის მარგალიტებით გაფორმებული მსგავსი ფორმის ბეჭედი ეკეთა.

მსახიობმა მოდელს ხელი გასული წლის დეკემბერში სთხოვა. ისინი ერთმანეთს 2023 წლის ოქტომბრიდან ხვდებიან. მიმდინარე წელს მათ ურთიერთობა უფრო საჯარო გახადეს და ერთად დაესწრნენ ისეთ დიდ ღონისძიებებს, როგორებიცაა: Met Gala და ტეილორ სვიფტის ქორწილი.

ორივე მათგანს წინა ურთიერთობებიდან შვილები ჰყავს – ბრედლის ირინა შეიკისგან, ჯიჯის კი ზეინ მალიკისგან. წყაროების მიხედვით, ისინი ნიუ-იორკში ერთიანი, დიდი ოჯახის შექმნას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები