LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა საკულტო არტისტი – დოლი პარტონი

300
photo-collage.png

ქანთრი მუსიკის ლეგენდა, დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბავი მომღერლის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისმა დისშვილმა, ბრაიან სივერმა ვიდეომიმართვით გაავრცელა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკულტო არტისტი ჯანმრთელობის სხვადასხვა გამოწვევას, მათ შორის თირკმლის კენჭოვან დაავადებასა და ინფექციებს ებრძოდა.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო მას ჯერ კიდევ გასულ წელს მოუწია ლას-ვეგასის დაგეგმილი შოუების გადადება, რაც საბოლოოდ მიმდინარე წლის მაისში სრულად გააუქმა.

მუსიკოსის მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედა მისი მეუღლის, კარლ დინის გარდაცვალებამ 2025 წლის მარტში, რომელთანაც თითქმის 60 წელი იცხოვრა.

დოლი პარტონმა მუსიკალურ ინდუსტრიასა და კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.

ის ისეთი უკვდავი სიმღერების ავტორი და შემსრულებელია, როგორებიცაა: Jolene, 9 to 5 და I Will Always Love You, რომელიც მოგვიანებით უიტნი ჰიუსტონის შესრულებით მსოფლიო სენსაციად იქცა.

კარიერის განმავლობაში მოპოვებული ჰქონდა 11 „გრემი“, მათ შორის ჯილდო მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მუსიკის მიღმა, მან დააფუძნა წიგნიერების პროგრამა – Imagination Library, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს ასობით მილიონი წიგნი უფასოდ დაურიგდათ. ასევე, მილიონობით დოლარს სწირავდა სამედიცინო კვლევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები