LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრება დაუნდობელია!“ – როგორ აქცია ზურგი ჰოლივუდმა „ვარსკვლავურ ბიჭუნას“ – ალექს დი ლინზის ცნობა შეუძლებელია

594
Untitled design

ალექს დი ლინზი ბავშვობაში მილიონობით მაყურებლისთვის საყვარელი სახე იყო. მსახიობმა პოპულარობა განსაკუთრებით 1997 წლის ფილმით, „მარტო სახლში 3“ მოიპოვა, სადაც ტექნოლოგიებში კარგად გათვითცნობიერებული რვა წლის ალექს პრუიტის როლი შეასრულა.

ლინზი მაყურებელმა მანამდე, 1996 წელს, ფილმში „ერთი დღე“ იხილა, სადაც პარტნიორობა მიშელ პფაიფერსა და ჯორჯ კლუნს გაუწია.

თუმცა ბავშვობაში მოპოვებული წარმატების მიუხედავად, ლინზმა საბოლოოდ მსახიობობაზე უარი თქვა და სრულად განსხვავებული პროფესიული გზა აირჩია. დღეს ის ლოს-ანჯელესის ქალაქგეგმარების დეპარტამენტში მუშაობს.

ჰოლივუდიდან წასვლიდან წლების შემდეგ ალექსი იშვიათად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი ბოლო გამოჩენისას, 37 წლის ყოფილი მსახიობის ცნობა შეუძლებელი იყო.

ლინცი ფოტოგრაფებმა სახლთან ახლოს, ქალაქის ქუჩის მოწესრიგებისას გადაიღეს. მას გრძელი, ხშირი წვერი ჰქონდა, მაისური არ ეცვა და მებაღეობისთვის განკუთვნილი ხელთათმანებით მუშაობდა. ყოფილი „ბავშვი ვარსკვლავი“ ცოცხით ქუჩას ასუფთავებდა.

ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში კომენტარები არ წყდება:

„ამას ვინ წარმოიდგენდა!“,„ ეს რას ვხედავ“, „თვალებს არ ვუჯერებ“, „ასე აქცია მას ზურგი ჰოლივუდმა“, „არადა რამხელა პოტენციალი ჰქონდა“, „ცხოვრება დაუნდობელია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები