ჯასტინ ბიბერი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიულ, ტურნირის ფინალური მატჩის ტაიმებს შორის შესვენების პირველ მუსიკალურ შოუზე პერფორმერთა სიას შეუერთდა.
ჯეი ბი სცენას ისეთ ვარსკვლავებთან გაიყოფს, როგორებიც არიან: მადონა, შაკირა და BTS.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად მადონა, შაკირა და BTS გააფორმებენ
შოუში ასევე მონაწილეობას მიიღებენ Burna Boy, ვენესუელელი დირიჟორი და მევიოლინე, გუსტავო დუდამელი და ბავშვთა გუნდი – PS22 Coldplay-ისთან ერთად.
მუნდიალის დასკვნითი შეხვედრის ტაიმ-აუტზე ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელთა გამოსვლა 11 წუთს გაგრძელდება და საქველმოქმედო ხასიათი ექნება. როგორც ცნობილია, წარმოდგენიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდება ფიფას გლობალურ ფონდს, რომელიც 100 მილიონი დოლარის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ბავშვთა განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში.
ცნობისთვის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე, 19 ივლისს შედგება.