LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტმა 81 წლის ბრენდა ლის ლეგენდარული საშობაო ჰიტისთვის „ბრილიანტის“ სერტიფიკატი გადასცა

ტეილორ სვიფტმა როკ-ენ-როლისა და ქანთრი მუსიკის დიდების დარბაზის წევრს, 81 წლის მომღერალ ბრენდა ლის ნაადრევი საშობაო სიურპრიზი მოუწყო და აშშ-ის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) უმაღლესი ჯილდო - „ბრილიანტის“ (Diamond) სერტიფიკატი გადასცა. ჯილდო ლის 1958 წლის საშობაო კლასიკის - Rockin' Around the Christmas Tree 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვისთვის მიენიჭა.

ტეილორ სვიფტის ტრიუმფალური დაბრუნება CMA Awards-ზე – 13-წლიანი პაუზის შემდეგ მომღერალმა სცენაზე იმღერა და წითელ ხალიჩაზე Oscar de la Renta-ს კაბით გაიბრწყინა

ნეშვილში, Bridgestone Arena-ზე Country Music Association (CMA) Awards გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენა სცენაზე ტეილორ სვიფტის დაბრუნება გახდა. არტისტმა ამ დაჯილდოებაზე ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად იმღერა. ბოლოს იგი CMA Awards-ის მაყურებლის წინაშე 2013 წელს წარდგა.

სერ პოლ მაკკარტნი ოფიციალურად მილიარდერი გახდა და Forbes-ის უმდიდრესი მუსიკოსების სამეულში შევიდა

Forbes-ის უახლესი ანალიზის მიხედვით, რომელიც ჟურნალის ახალ საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდა, სერ პოლ მაკკარტნი ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო მილიარდერთა ელიტას. 1.4 მილიარდი დოლარის ქონებით არტისტი პლანეტის მესამე უმდიდრესი მუსიკოსი გახდა.

ისტორიული მოვლენა – ტეილორ სვიფტი ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ოფიციალურად გახდა

26 ოქტომბერს ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დარბაზის ახალი წევრების სია აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.