LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ლედი გაგა ახალ დუეტს გამოუშვებენ

173
photo-collage.png (53)

ქსელში ბიონსესა და ლედი გაგას შესაძლო ახალ მუსიკალურ თანამშრომლობაზე ალაპარაკდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლედი გაგას მონაწილეობით ბიონსეს 2007 წლის სიმღერის – Get Me Bodied რემიქსი მზადდება.

მოარული ხმების თანახმად, ტრეკის ალტერნატიული ვერსიის გამოშვება იგეგმება ბიონსეს 2006 წლის მეორე სტუდიური ალბომის – B’Day 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

სპეკულაციას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც მომავალი მუსიკალური პროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა ამერიკის კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოების ბაზაში, რაც ხშირად ახალი მუსიკის გამოშვების წინაპირობაა.

კოლაბორაცია ჯერ კიდევ ჭორის დონეზეა, რადგან ოფიციალური დასტური არც ბიონსეს და არც ლედი გაგას მხრიდან ამ დროისთვის არ გაჟღერებულა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება მათი პირველი კოლაბორაცია. არტისტებმა წარსულში უკვე იმუშავეს ისეთ ჰიტებზე, როგორებიცაა: Telephone და Video Phone.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები