LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი! – ბიონსემ ახალი სინგლი გამოუშვა

159
photo-collage.png (41)

4 ივლისს, მოულოდნელად, ბიონსემ ახალი სინგლი – Morning Dew (Donk) გამოუშვა.

სიმღერა შევა ბიონსეს მეორე სტუდიური ალბომის, B’Day სპეციალურ, საიუბილეო გამოცემაში.

სინგლის გამოშვებით დაიწყო ოფიციალური ათვლა 4 სექტემბრისთვის, როცა მომღერლის 45-ე დაბადების დღეა და ამავდროულად, B’Day-ის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი სრულდება.

ქსელში გავრცელდა სინგლის ლირიკ-ვიდეოც, რომელშიც რეჟისორ, Cliff Watts-ის მიერ 2007 წელს გადაღებული, ბიონსეს საარქივო და გამოუქვეყნებელი კადრებია გამოყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები