LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, 25 კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლებიც აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ნაციონალურ ხმის ჩანაწერთა რეესტრში შეიტანა

111
photo-collage.png (1)

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ნაციონალურ ხმის ჩანაწერთა რეესტრში 25 კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ჩანაწერი შეიტანა.

ეს ჩანაწერები მოიცავს ჟანრების ფართო სპექტრს, ასევე ვიდეო თამაშის საუნდტრეკს.

მათგან, ყველაზე ძველი ჩანაწერია Spike Jones and His City Slickers-ის სიმღერა – Cocktails for Two, რომელიც 1944 წლით თარიღდება, ხოლო უახლესი ტეილორ სვიფტის 2014 წლის ალბომი – 1989 და ბიონსეს სინგლი – Single Ladies (Put a Ring on It).

სრული სია

ამრიგად, რეესტრში ახლა 700 ჩანაწერია, რომლებიც ამერიკის ხმოვან საგანძურად მიიჩნევა და შეინახება მომავალი თაობებისთვის.

ცნობისთვის, National Recording Registry არის Library of Congress-ის სპეციალური პროგრამა, რომლის მიზანია ამერიკის ხმოვანი მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. რეესტრი 2000 წელს შეიქმნა, პირველად კი მასში ჩანაწერები 2002 წელს შეიყვანეს.

იმისათვის, რომ ჩანაწერი რეესტრში მოხვდეს, ის უნდა იყოს მინიმუმ 10 წლის. ამასთან, რეესტრი არ არის მხოლოდ პოპულარული მუსიკისთვის. ის მოიცავს ნებისმიერ ხმოვან ფორმატს – სიმღერებსა და მუსიკალურ ალბომებს, რადიოგადაცემებსა და სპორტულ რეპორტაჟებს, ისტორიულ სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს, ვიდეო თამაშების საუნდტრეკებს, პოდკასტებს, აუდიოწიგნებსა და ბუნების ხმებსაც კი.

თავდაპირველად, პირველ ოთხ წელს, სიაში ყოველწლიურად 50 ჩანაწერი შეჰყავდათ, თუმცა 2006 წლიდან ეს რიცხვი 25-მდე შემცირდა.