ტეილორ სვიფტი Academy Museum Gala-ს სპეციალური მუსიკალური ნომრით დახურავს.
კინოაკადემიის მუზეუმის რიგით მეექვსე ყოველწლიური გალა-საღამო 17 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
როგორც ცნობილია, წლევანდელ ღონისძიებაზე პატივს მიაგებენ კინორეჟისორსა და კომპოზიტორ, ჯონ კარპენტერს, ასევე მსახიობებს – კოლმან დომინგოსა და შარლიზ ტერონს.
გავრცელებული ინფორმაციით, სვიფტი საზეიმო სანახაობაზე ანიმაციის – Toy Story 5 საუნდტრეკს – I Knew It, I Knew You შეასრულებს, რადგან ის ამჟამად ამ სიმღერით მომავალი წლის ,,ოკარებზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში მოსახვედრ კამპანიას ეწევა.
2027 წლის ,,ოსკარების” ნომინანტები 24 კატეგორიაში დასახელდებიან. პრეტენდენტთა სია 21 იანვარს გამოქვეყნდება, დაჯილდოება კი 14 მარტს გაიმართება. შოუს ზედიზედ მესამედ, კომიკოსი – კონან ო’ბრაიანი გაუძღვება.