მადონამ მომავალი მუსიკალური პროექტის დეტალები ოფიციალურად გაამხილა. არტისტმა მეთხუთმეტე სტუდიური ალბომის – Confessions on a Dance Floor: Part II გამოსვლის თარიღად, 3 ივლისი დაასახელა.
მადონა ახალ ალბომს 2026 წელს გამოუშვებს
ალბომის გარეკანზე იისფერ თეთრეულში გამოწყობილი ,,პოპის დედოფალი” დინამიკებზე ზის, ხოლო სახე ვარდისფერი ქსოვილით აქვს დაფარული.
იმ ფონზე, როცა მომავალი ალბომი 2005 წლის საკულტო დისკის – Confessions on a Dance Floor მეორე ნაწილია, აღსანიშნავია, რომ ვიზუალი სწორედ 21 წლის წინანდელ ორიგინალურ ერაზე მინიშნებაა.
ამასთან, ალბომის ანონსთან ერთად, შემსრულებელმა გააზიარა მოკლე აუდიო ნაწყვეტი ახალი სიმღერიდან, რომლის სათაურია – I Feel So Free. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ალბომის ლიდ სინგლია, რომელიც შესაძლოა პარასკევს დარელიზდეს.
მოარული ხმების თანახმად, ტრეკი იმ კლიპის თანხლებით გამოვა, რომელიც ქეით მოსის, გვენდოლინ კრისტისა და ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით, ლონდონში გადაიღეს.
ბენედიქტ კამბერბეჩი, კეიტ მოსი, გვენდოლინ კრისტი – მადონამ ლონდონში ვარსკვლავური კლიპი გადაიღო
არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ ალბომში საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც მოვისმენთ.
მადონა საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციას გამოუშვებს
ცნობისთვის, 2019 წლის Madame X-ის შემდეგ, Confessions on a Dance Floor: Part II მადონას პირველი სრულყოფილი სტუდიური ალბომი იქნება.