LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრესლი გერბერის უკანასკნელი ფოტო და ბოლო საჯარო მიმართვა – სინდი კროუფორდისა რენდი გერბერის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა

962
page

სუპერმოდელ, სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენის, რენდი გერბერის ვაჟის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი ბოლო ფოტოები აქტიურად ვრცელდება.

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტოები პრესლის პირად სოციალურ ქსელში გასული წლის აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა. კადრებში 27 წლის მოდელი ტანსაცმლის ერთ-ერთი ბრენდისთვის პოზირებს.

პრესლი გერბერის ბოლო საჯარო გამოჩენა გარდაცვალებამდე, 2026 წლის იანვარში, ლოს-ანჯელესში შედგა. ის დოკუმენტური ფილმის, Infinite Icon: A Visual Memoir მსოფლიო პრემიერას დაესწრო. სწორედ ამ ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები ვრცელდება ამჟამად აქტიურად.

მის გამოჩენას მაშინ განსაკუთრებული ყურადღება მოჰყვა, რადგან სულ რაღაც ერთი თვით ადრე პრესლიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდა. მისი თქმით, ის პანიკურ შეტევებსა და დეპრესიას ებრძოდა და ექიმის მიერ დანიშნულ დამამშვიდებელ მედიკამენტებს იღებდა. ვიდეო მოგვიანებით წაიშალა.

გაზაფხულზე პრესლიმ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბოლო პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც ღიად ისაუბრა დამოკიდებულების წინააღმდეგ ექსპერიმენტულ მკურნალობაზე. პოსტში მან დაწერა, რომ იმედოვნებდა, ეს მისთვის რეაბილიტაციის ცენტრში დაბრუნების ბოლო შემთხვევა იქნებოდა.

ცნობისთვის, პრესლი გერბერი 20 სექტემბერს, 27 წლის ასაკში, რეაბილიტაციის ცენტრში გარდაიცვალა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. გარდაცვალების ზუსტი ჯერჯერობით უცნობია.

დედა თუ შვილი? – 7 ფოტო, სადაც კაია გერბერსა და სინდი კროუფორდს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები