LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას ახალ ალბომს – Confessions II კრიტიკოსები არტისტის ბოლო ორი ათწლეულის საუკეთესო ჩანაწერს უწოდებენ და უმაღლეს შეფასებებეს უწერენ

153
photo-collage.png (5)

მადონას ახალმა, მე-15 სტუდიურმა ალბომმა – Confessions II მსოფლიო მუსიკალური კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია.

63-წუთიან უწყვეტ საცეკვაო ჩანაწერს ექსპერტები მომღერლის ბოლო ოცი წლის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევენ.

დისკს, რომელიც პოპ-მუსიკის დედოფლის საკულტო, 2005 წლის ალბომის – Confessions on a Dance Floor გაგრძელებად ითვლება, ავტორიტეტულმა გამოცემებმა უმაღლესი შეფასებები დაუწერეს.

The Guardian აღნიშნავს, რომ ეს არის ნოსტალგიური, საცეკვაო მოედნის რიტმებით სავსე ჩანაწერი, რომელიც მადონას ყველაზე სასიცოცხლო და ენერგიულ ნამუშევარს წარმოადგენს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

Pitchfork-ის მიმოხილვაში ხაზგასმულია ალბომის სიღრმე და ემოციური კომპონენტი, განსაკუთრებით ისეთ ტრეკებზე, როგორებიცაა: Fragile და The Test.

BBC-ის სტატიაში ალბომი დახასიათებულია, როგორც ,,ჰიპნოზური საცეკვაო ოდისეა”, რომელიც აერთიანებს ენერგიულ კლუბურ სიმღერებსა და გულწრფელ, ავტობიოგრაფიულ ლირიკას.

ამგვარი რევიუებით, მადონას 2027 წლის ,,გრემიზე” ტრიუმფს უწინასწარმეტყველებენ. ვინაიდან ალბომი 2026 წლის 3 ივლისს გამოვიდა, ის ზუსტად ჯდება დაჯილდოების საკვალიფიკაციო ვადებში.

მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია

ანალიტიკოსების პროგნოზით, მადონას ახალ პროექტს მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს მოპოვების ყველაზე რეალური შანსი აქვს შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი: კატეგორია, სადაც ორიგინალურმა ალბომმა – Confessions on a Dance Floor, 2007 წელს გაიმარჯვა;

წლის ალბომი: უმაღლესი რეცენზიების წყალობით, მადონას შანსები მთავარ ათეულში მოსახვედრად ყოველდღიურად იზრდება;

საუკეთესო მუსიკალური ფილმი: ალბომის თანმხლები 13-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, რომლის პრემიერა Tribeca-ს ფესტივალზე შედგა.

ამრიგად, ზუსტად 20 წლის შემდეგ, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მხრიდან მადონასთვის „ცეკვის დედოფლის“ გვირგვინის ხელახლა დაბრუნება, სრულიად მოსალოდნელი სცენარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები