LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია

112
photo-collage.png (3)

ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ მომავალი ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ ,,გრემის” რიგით 69-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება. ნომინანტები 2025 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 28 აგვისტომდე განხორციელებული მუსიკალური აქტივობებით დასახელდებიან. ცერემონია კი 2027 წლის 7 თებერვალს ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ახალი 10-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში, ღონისძიების ტრანსლაციას უზრუნველყოფს ტელეკომპანია ABC, ასევე მისი ნახვა შესაძლებელი იქნება Disney+-სა და Hulu-ზე.

შეგახსენებთ, რომ 68-ე ,,გრემი”, რომელსაც ზედიზედ მეექვსედ და უკანასკნელად, კომიკოსი – ტრევორ ნოა გაუძღვა, 1-ელ თებერვალს შედგა. 2026 წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის ტრიუმფატორი – კენდრიკ ლამარი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები