ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ,,გრემის” ჯილდოს ხუთი ახალი ნომინაცია დაამატა. ეს კატეგორიები გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის, მათ შორის K-pop-ისა და ლათინური მუსიკის მზარდ პოპულარობას ეხმიანება.
როგორც აკადემიის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებები მიზნად ისახავს ცერემონიის ადაპტირებას თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიასთან და ახალი, გლობალურად პოპულარული მუსიკალური მიმართულებების აღიარებას.
ამრიგად, მომავალი წლის დაჯილდოებაზე, გამარჯვებულები საერთო ჯამში, 101 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
ახალი კატეგორიების დააანონსების გარდა, აკადემიამ განაახლა ალბომის კვალიფიკაციის მოთხოვნები, შემსრულებელთა შესარჩევი და საარჩევნო პროცესები.
მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ნომინაციას – ,,საუკეთესო ახალი არტისტი”. ამიერიდან, არტისტებს სამის ნაცვლად, ნომინაციაზე განაცხადის შეტანის ოთხი ცდის საშუალება მიეცეთ.
შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” რიგით 69-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება, ცერემონია კი 2027 წლის 7 თებერვალს ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ზე გაიმართება.
მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია