მადონამ მომავალი დისკის – Confessions II პრომოუშენის ფარგლებში, ამავე სახელწოდების მუსიკალური ფილმი გამოუშვა. ფილმი წარმოადგენს ერთგვარ წინაპირობას ,,პოპის დედოფლის” რიგით მე-15 ალბომისთვის, რომელიც გაყიდვაში 3 ივლისს ჩაეშვება.
Confessions II – The Film არის 10-წუთიანი ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც YouTube-ზე 8 ივნისს განთავსდა. მასში ექსკლუზიურადაა შესაძლებელი მომავალი ალბომის ოთხი ახალი სიმღერის მოსმენა.
ფილმში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის: საბრინა კარპენტერი, ბენედიქტ კამბერბეჩი, გვენდოლინ კრისტი, კეიტ მოსი და მადონას შვილი, ლურდეს ლეონი.
ფილმის მსოფლიო პრემიერა YouTube-ზე განთავსებამდე ნიუ-იორკში, Tribeca-ს ფესტივალზე შედგა.