LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ ახალი სინგლი გამოუშვა, რომელიც ლოლეატა ჰოლოუეის დისკო-ჰიტის ინსპირაციით შეიქმნა

109
photo-collage.png (1)

მადონამ მომავალი მუსიკალური პროექტიდან მომდევნო სინგლი – Love Sensation გამოუშვა. სიმღერა არის მე-8 ტრეკი არტისტის რიგით მე-15 ალბომიდან – Confessions II, რომელიც მისივე 2005 წლის საკულტო ნამუშევრის – Confessions on a Dance Floor გაგრძელებას წარმოადგენს.

ოფიციალურ რელიზამდე, მადონამ სიმღერა პირველად დასავლეთ ჰოლივუდის კლუბ – The Abbey-ში გამართულ დახურულ წვეულებაზე შეასრულა.

სიმღერა სრულად მიჰყვება 2000-იანების საცეკვაო ენერგიას. ტრეკი შეიცავს ცნობილ ვოკალურ ინსპირაციასა და ინტერპოლაციას ლოლეატა ჰოლოუეის ამავე სახელწოდების 1980 წლის დისკო-ჰიტიდან.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ, მადონამ ნიუ-იორკის თაიმს სკვერზე მოულოდნელი, უფასო პოპ-აპ კონცერტი გამართა. ამ გამოსვლით, 67 წლის ,,პოპ-დედოფალმა” ნიუ-იორკის ცენტრში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ათასობით ფანი შეკრიბა.

ისტორიული პერფორმანსისას მან ახალ სინგლთან ერთად ისეთი ჰიტებიც შეასრულა, როგორებიცაა: Hung Up, I Love New York და Get Together. ეს უკანასკნელი ლეგენდარულმა არტისტმა სრული ვერსიით 2006 წლის შემდეგ პირველად იმღერა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მადონა ტრიბეკას კინოფესტივალზე მუსიკალურ ფილმს – Confessions II წარადგენს. სპეციალური კინემატოგრაფიული ნამუშევარი ახალი ალბომის პირველ 6 ტრეკს გააერთიანებს.

ვიდეო: პოპის დედოფალი სამუდამოდ! – 67 წლის მადონამ ნიუ-იორკში არნახული პერფორმანსი გამართა

შეგახსენებთ, რომ მადონას მე-15 სტუდიური ალბომი – Confessions on a Dance Floor: Part II გაყიდვაში სრულად, 3 ივლისს ჩაეშვება.

ისტორიული მომენტი, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა – საბრინა კარპენტერის პერფორმანსს ,,კოაჩელაზე” მადონა შეუერთდა – პოპის დედოფალი ფესტივალზე 20 წლის შემდეგ წარდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები