LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პოპის დედოფალი სამუდამოდ! – 67 წლის მადონამ ნიუ-იორკში არნახული პერფორმანსი გამართა

145
page

ნიუ-იორკი, პოპ-მუსიკის ლეგენდამ, მადონამ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, როდესაც „თაიმს სქვერზე“ მოულოდნელი კონცერტი გამართა.

ისტორიული მომენტი, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა – საბრინა კარპენტერის პერფორმანსს ,,კოაჩელაზე” მადონა შეუერთდა – პოპის დედოფალი ფესტივალზე 20 წლის შემდეგ წარდგა

67 წლის ვარსკვლავმა, რომელიც ახალ ალბომს, Confessions II უწევს პოპულარიზაციას, სცენაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმღერა. ღონისძიება ასევე Pride Month-ის დაწყებას მიეძღვნა.

პოპის დედოფალმა თავისი ცნობილი ჰიტები, Hung Up და I Love New York შეასრულა, რომლებიც მისი 2005 წლის ალბომიდან, Confessions on a Dance Floor არის წარმოდგენილი.

კონცერტისთვის მადონამ როგორც ყოველთვის, თამამი და თვალშისაცემი სტილი შეარჩია. მას ეცვა ვარდისფერი მჭიდრო კორსეტი, რომელიც მაქმანებით იყო გაფორმებული.

„საცეკვაო მოედანი მხოლოდ კონკრეტული სივრცე ან შენობა არ არის, ის ყველგანაა, სადაც ადამიანები ვიკრიბებით, ვცეკვავთ, ვზეიმობთ და ერთმანეთს ვუკავშირდებით“, – აღნიშნა მან და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, მადონა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველ ოფიციალურ ნახევარტაიმის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ის სცენას გაიზიარებს Shakira-სა და BTS-თან ერთად. ღონისძიება 19 ივლისს გაიმართება 2026 FIFA World Cup-ის ფარგლებში, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე სტადიონზე.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად მადონა, შაკირა და BTS გააფორმებენ

67 წლის მადონამ აღიარა, რომ მის ცხოვრებაში „საუკეთესო საყვარელი“ ჯონ კენედი უმცროსი იყო

ცნობისთვის, არტისტმა მეთხუთმეტე სტუდიური ალბომის, Confessions on a Dance Floor: Part II გამოსვლის თარიღად, 3 ივლისი დაასახელა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები