LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67 წლის მადონამ აღიარა, რომ მის ცხოვრებაში „საუკეთესო საყვარელი“ ჯონ კენედი უმცროსი იყო

106
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (14)

პოპის დედოფალმა, 67 წლის მადონამ ახალ, გულახდილ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში „საუკეთესო რომანტიკული ურთიერთობა“ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ვაჟთან, ჯონ კენედი უმცროსთან ჰქონდა.

მომღერალმა ამის შესახებ YouTube არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც მისი მომავალი, მე-15 სტუდიური ალბომის, Confessions II-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილია.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს ცხოვრების საუკეთესო სექსუალურ პარტნიორად, მადონამ ღიმილით უპასუხა, რომ მხოლოდ იმ ადამიანების სახელებს დაასახელებდა, რომლებიც უკვე გარდაცვლილები არიან. ამის შემდეგ მან ჯონ კენედი უმცროსის სახელი დაასახელა.

მადონასა და ჯონ კენედი უმცროსის რომანი 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იმ პერიოდში კენედი ურთიერთობაში იყო მსახიობ კრისტინა ჰააგთან, ხოლო მადონა დაქორწინებული იყო მსახიობ, შონ პენზე.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, წყვილის ახლობლების თქმით, რომანი საკმაოდ ვნებიანი იყო. კენედის მეგობრები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ის მომღერლით ძლიერ იყო მოხიბლული და მის მიმართ განსაკუთრებულ გრძნობებს განიცდიდა.

ისტორიული მომენტი, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა – საბრინა კარპენტერის პერფორმანსს ,,კოაჩელაზე” მადონა შეუერთდა – პოპის დედოფალი ფესტივალზე 20 წლის შემდეგ წარდგა

საპატარძლო „კაბა“ და მოგზაურობა ვენეციაში „სათამაშო ბიჭთან“ ერთად – 67 წლის მადონა შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები