ლეგენდარულმა პოპვარსკვლავმა, მადონამ პირველად ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც მისი ცხოვრების შესახებ დაგეგმილი ბიოგრაფიული ფილმის გადაღება შეჩერდა. მომღერლის თქმით, პროექტი ფინანსური უთანხმოების გამო ჩაიშალა.
ინტერვიუში მადონამ განაცხადა, რომ საკუთარ სცენარზე თითქმის ორი წელი მუშაობდა, ხოლო კიდევ ორი წელი სტუდია Universal Pictures-თან ერთად ბიუჯეტისა და მსახიობების შერჩევის პროცესში გაატარა.
მომღერლის თქმით, მისი ცხოვრების ისტორიის სრულფასოვნად ეკრანიზებისთვის დიდი ბიუჯეტი იყო საჭირო, თუმცა სტუდია დამატებითი ფინანსების გამოყოფას არ დათანხმდა.
„ჩემი ცხოვრება არაჩვეულებრივი ისტორიაა და მის გადმოსაცემად დიდი ბიუჯეტი მჭირდებოდა. მათ ვერ გაიგეს, რატომ იყო ეს აუცილებელი“, – აღნიშნა ვარსკვლავმა.
ფილმში მადონას როლი ჯულია გარნერს უნდა შეესრულებინა, ხოლო რეჟისორის როლში თავად მომღერალი უნდა ყოფილიყო.
მადონას თქმით, პროექტის შეჩერების შემდეგ გარკვეული იმედი გაჩნდა, როდესაც Netflix-მა მისი ცხოვრების შესახებ მინი-სერიალის შექმნის ინტერესი გამოხატა. თუმცა ეს პროექტიც საბოლოოდ ვერ განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფიული ფილმი და სერიალი ამ ეტაპზე აღარ იგეგმება, მომღერლის თქმით, ის კვლავ აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას და ახალ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს.
რაც შეხება გამოცემა Interview Magazine-ის ფოტოსესიას, პოპის დედოფალმა ვინტაჟური სტილის სამოსი მოირგო და შეუდარებლად გამოიყურებოდა.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად მადონა, შაკირა და BTS გააფორმებენ
ვიდეო: პოპის დედოფალი სამუდამოდ! – 67 წლის მადონამ ნიუ-იორკში არნახული პერფორმანსი გამართა