LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატარძლო „კაბა“ და მოგზაურობა ვენეციაში „სათამაშო ბიჭთან“ ერთად – 67 წლის მადონა შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

209
page

პოპის დედოფალი, მადონა ვენეციაში მოგზაურობისა და ბიოგრაფიული ფილმის გადაღებების პროცესის აღმნიშვნელ შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს. 67 წლის ვარსკვლავს თან 29 წლის მეგობარი მამაკაცი, აკიმ მორისი ახლდა, რომელსაც მედიაში „სათამაშო ბიჭად“ მოიხსენიებენ.

„და მე ვთქვი…“ – 67 წლის მადონა ვიდეოს ავრცელებს

მადონასთან ერთად იტალიაში ასევე იყო მსახიობი, ჯულია გარნერი, რომელიც ბიოგრაფიულ ფილმში, მადონას როლს განასახიერებს.

გადაღებების ფარგლებში, მადონამ ერთ-ერთი თავისი ყველაზე ცნობილი მომენტი გააცოცხლა. მან და ჯულიამ ერთად გაიმეორეს გონდოლის სცენა, 1984 წლის ჰიტიდან Like a Virgin.

„ბებიას ჩააცვით!“ – 67 წლის მადონას პიკანტურმა ფოტოსესიამ, 29 წლის საქმროსთან და ქალიშვილებთან ერთად, ინტერნეტში ხმაური გამოიწვია

ცნობისთვის, მადონას ბიოგრაფიული ფილმი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პროექტია ბოლო წლების მუსიკალურ და კინემატოგრაფიულ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა და ფორმატი შეიცვალა, იდეა იგივე დარჩა, ეკრანზე გამოჩნდეს პოპის დედოფლის ცხოვრების სრული, დაუფარავი ისტორია. ამ ეტაპზე ბიოპიკის პრემიერის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები