საბრინა კარპენტერის მეორე პერფორმანსმა ,,კოაჩელაზე” ინტერნეტი ააფეთქა.
საქმე ისაა, რომ არტისტის გამოსვლას ფესტივალის მთავარ სცენაზე მოულოდნელად ,,პოპის დედოფალი”, მადონა შეუერთდა. ეს იყო ისტორიული მომენტი, რადგან მადონა ფესტივალზე 20 წლის შემდეგ დაბრუნდა.
მადონა სცენაზე მაშინ გამოჩნდა, როცა საბრინა ჰიტს – Juno ასრულებდა. სიმღერის იმ მომენტში, როცა საბრინამ ტექსტიდან თქვა ფრაზა – Have you ever tried this one?, მუსიკა უეცრად მადონას ლეგენდარულ – Vogue-ზე გადავიდა, რომელიც მათ ერთად შეასრულეს.
კიდევ ერთი კლასიკური ჰიტი მადონას შემოქმედებიდან, რომელიც ორი თაობის ვარსკვლავმა ერთად შეასრულა, Like a Prayer იყო.
ამასთან, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ მადონას მომავალ ალბომში კარპენტერთან კოლაბორაციაც შედის. მათ ერთობლივი სიმღერა შოუზე ექსკლუზიურად იმღერეს.
მადონა პუბლიკის წინაშე საკულტო ლუქით წარდგა. მას ზუსტად ის ჩექმები, კორსეტი და ქურთუკი ეცვა, რომლითაც 2006 წელს, Coachella-ზე 2005 წლის ალბომის – Confessions on a Dance Floor პრომოუშენის ფარგლებში წარდგა.
ცალკე აღნიშნვნას იმსახურებს კარპენტერის ჩაცმულობაც. საბრინას ვიზუალი წარმოდგენის ამ ნაწილში შთაგონებული ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადებით” იყო.
საინტერესოა, რომ საბრინას შოუში მონაწილეობა სხვა ვარსკვლავებმაც მიიღეს. მათ შორის იყო ტერი კრუზი, რომელმაც ფილმის – White Chicks ცნობილი სცენა გაიმეორა და ვანესა კარლტონის A Thousand Miles წაიმღერა.
ცნობისთვის, საბრინა კარპენტერისა და მადონას გაერთიანება ,,კოაჩელაზე”, ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მომენტად უკვე აღიარეს. საგულისხმოა, რომ ეს გამოსვლა მადონას ახალი ეპოქის დასაწყისია. მისი მე-15 სტუდიური ალბომი, რომელიც 2005 წლის საკულტო ალბომის გაგრძელებაა, 3 ივლისს გამოვა.
მადონას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია
შეგახსენებთ, რომ საბრინა კარპენტერმა ,,კოაჩელას” გამხსნელ უიკენდზეც გრანდიოზული შოუ გამართა.
Sabrinawood – საბრინა კარპენტერის გრანდიოზული შოუ ,,კოაჩელაზე”