Met Gala-ზე დებიუტანტთა შორის, ტეიტ მაკრეის ხილვა განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
თავად მომღერალმა ამ მომენტს ,,დაუჯერებელი წამი” უწოდა.
არტისტი ღონისძიებაზე ფრანგი დიზაინერის, ლუდოვიკ დე სენ სერნინის მიერ შექმნილი სხეულზე მომდგარი, სრულად ოქროსფერი კაბით წარდგა.
აღსანიშნავია, რომ ლუქი შთაგონებული იყო ლუი XIV-ის საზეიმო ნავის ორნამენტებით.


კოსტიუმების წვეულების შემდეგ, მან კაბა გამოიცვალა და Saint Laurent-ის ორგანიზებულ წვეულებაზე კვლავ იმავე მოდელიერის ასევე ოქროსფერ, თუმცა უფრო თავისუფალი სტილის სამოსით გამოჩნდა.
