2022 წლის შემდეგ, კეტი პერი Met Gala-ზე წარდგა. მისი დაბრუნება მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოვლენაზე განსაკუთრებული იყო იმით, რომ 2024-2025 წლებში არტისტი ღონისძიებას არ დასწრებია, თუმცა ინტერნეტში საღამოდან მისი ყალბი, AI-ფოტოები ვირუსულად ვრცელდებოდა.
ისტორია განმეორდა – კეტი პერი Met Gala-ს არც წელს დასწრებია, თუმცა წითელ ხალიჩაზე მაინც ,,გამოჩნდა”
მომღერალმა კოსტიუმების წვეულებისთვის სტელა მაკკარტნის თეთრი კაბა მოირგო. მისი ლუქის ეფექტურობა განსაზღვრა ვერცხლისფერმა სარკისებრმა ნიღაბმა, რომელიც ფარიკაობის ჩაფხუტს მოგვაგონებდა. ნიღაბი სრულად ფარავდა მის სახეს, თუმცა წითელ ხალიჩაზე პოზირებისას შემსრულებელმა ის გახსნა და ფოტოგრაფებს დაენახა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დეტალი, ხელთათმანი, რომლის მარჯვენა ნაწილს მეექვსე თითი ჰქონდა დამატებული. ეს იყო მუსიკოსის ირონიული პასუხი გასულ წლებში გავრცელებულ AI-გენერირებულ სურათებზე. იმ ფონზე, როცა ხელოვნური ინტელექტი ხშირად უშვებს შეცდომებს ადამიანის ანატომიის გამოსახვისას, პერიმ გადაწყვიტა, ეს ,,დეფექტი” რეალურ მოდურ აქსესუარად ექცია.
