კეტი პერი ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან-პრის ჰედლაინერად დასახელდა. არტისტის კონცერტი 25 სექტემბერს გაიმართება და ბაქოში რბოლის ჩატარების 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საინტერესოა, რომ კეტი პერის ფორმულა 1-ის სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. არტისტის პირველი გამოსვლა ფორმულა 1-ის ფარგლებში 2012 წელს სინგაპურის გრან-პრიზე, ხოლო მეორე 2025 წლის სეზონის ფინალურ რბოლაზე, აბუ-დაბიში შედგა.
ცნობილია, რომ 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქში რბოლის გახსნის ცერემონიას მუსიკალურად, კელვინ ჰარისი გააფორმებს.
ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან-პრი 24-26 სექტემბერს, ბაქოს საქალაქო ტრასაზე გაიმართება.