კეტი პერის 2011 წლის სიმღერა – The One That Got Away ოფიციალურად დასახელდა TikTok-ის 2026 წლის ზაფხულის აბსოლუტურ ჰიტად როგორც აშშ-ში, ისე – გლობალურად.
აღსანიშნავია, რომ გამოშვებიდან 15 წლის შემდეგ, ტრეკის პოპულარობის ახალი ტალღა სწორედ პოპულარულ ონლაინ-პლატფორმას უკავშირდება.
მუსიკალური კრიტიკოსების შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს TikTok-ის უდიდეს გავლენას თანამედროვე ინდუსტრიაზე, სადაც ძველ, კარგად ნაცნობ სიმღერებსაც კი შეუძლიათ მარტივად აჯობონ მიმდინარე წლის ახალ რელიზებს და გახდნენ სეზონის მთავარი ჰიტები.
HITS Magazine-ის მიმოხილვით, 2010-იანი წლების დასაწყისის კლასიკურმა პოპ-ჰიტმა სრულიად ახალი თაობის — Gen Z და Gen Alpha — ყურადღება მიიპყრო, რამაც მას მეორე სიცოცხლე აჩუქა.
TikTok-ის ოფიციალური მონაცემებით, სიმღერა გამოყენებულია 42 მილიონზე მეტ ვიდეოში და ჯამში 55 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა, რითაც უკან ჩამოიტოვა მიმდინარე წლის ყველა ახალი რელიზი.
ვირუსულმა პოპულარობამ სიმღერა გლობალურ მუსიკალურ ჩარტებშიც დააბრუნა — იგი 21 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა Billboard Global 200-ში და მილიარდ სტრიმს გასცდა Spotify-ზე.
თავად კეტი პერიმ გამოცემა, People-თან ინტერვიუში ამ წარმატებას „სიურეალისტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საოცარია იმის ნახვა, თუ როგორ პოულობს სიმღერა გზას სრულიად ახალ მსმენელთან წლების შემდეგაც.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, კეტი პერიმ სწორედ საკულტო ჰიტის, The One That Got Away ვირუსული პოპულარობისა და სოციალურ ქსელებში მისი აქტუალობის ფონზე, EP, სახელწოდებით – Thinking of The One That Got Away გამოუშვა.
კეტი პერიმ ახალი მინი ალბომი და ჰიტის – The One That Got Away კლიპის გაფართოებული ვერსია გამოუშვა