LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2013 წლის კონფლიქტი, რომელიც წლების შემდეგ თანამშრომლობით დასრულდა – კეტი პერიმ და Chief Keef-მა ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს

112
photo-collage.png (3)

კეტი პერისა და Chief Keef-ის მოულოდნელი მუსიკალური კოლაბორაციია განხილვის მთავარ თემად იქცა.

არტისტმა რეპერთან თანამშრომლობით 2013 წლის სიმღერის – Legendary Lovers ალტერნატიული ვერსია, სახელწოდებით, Legendary Lovers (Save Me) გამოუშვა.

სიახლე 2013 წლის კონფლიქტს მოჰყვება. მაშინ პერიმ Twitter-ზე დაწერა, რომ Chief Keef-ის სიმღერამ Hate Bein’ Sober სამყაროს მომავლის მიმართ იმედი დაუკარგა. იმ დროს თინეიჯერმა რეპერმა მას საკმაოდ უხეშად და აგრესიულად უპასუხა. მალევე მომღერალმა ჰიპ ჰოპ არტისტს მოუბოდიშა და განმარტა, რომ უბრალოდ არ მოსწონს სიმღერები, რომლებიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უწევს პოპულარიზაციას და ეს არ ყოფილა პირადი თავდასხმა.

მოგვიანებით, Chief Keef-მა კონფლიქტის მიუხედავად პერის სიმღერის, Legendary Lovers მელოდია თავის ცნობილ ტრეკში – Save Me (2014) გამოიყენა.

აღმოჩნდა, რომ წლების შემდეგ, ორმა არტისტმა უთანხმოება საბოლოოდ დაივიწყა და სწორედ ამ ორი სიმღერის სახელის გამო ეწოდა ოფიციალურ რემიქსს Legendary Lovers (Save Me). სიმღერის ვიზუალში პერისა და Chief Keef-ის ემოციური მიმართვები ჩანს, რომლებშიც ისინი ერთმანეთს ებოდიშებიან.

კოლაბორაციის ანოსისას, კეტიმ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც Chief Keef-თან ერთად სტუდიაშია და ამ კავშირს, „ლეგენდარული შეხვედრა“ უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები