LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალმა – Off Campus ჯენიფერ ლოპესის ჰიტი – On the Floor ბრილიანტის სტატუსის კანდიდატად აქცია

107
photo-collage.png (4)

ჯენიფერ ლოპესის ჰიტმა – On the Floor პიტბულის მონაწილეობით, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ ოფიციალურად მიიღო 8-გზის პლატინის სერტიფიკატი. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში სიმღერის 8 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ტრეკს ბრილიანტის სტატუსის (10 მილიონი ასლი) მიღებასთან აახლოებს, რაც ლოპესის მუსიკალურ კარიერაში უპრეცედენტო მოვლენაა. აქამდე მის არც ერთ ჩანაწერს Diamond სერტიფიკატი არ მინიჭებია.

საგულისხმოა, რომ სიმღერამ ცოტა ხნის წინ ⁠Spotify-ზე 1 მილიარდ სტრიმს გადააჭარბა. ტრეკის პოპულარობის ახალ ტალღას ხელი სერიალმა – Off Campus შეუწყო. სწორედ ამ სატელევიზიო შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში გამოიყენეს On the Floor, რამაც მის მიმართ სოციალურ ქსელებში დიდი ინტერესი აღძრა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, სიმღერაზე მოცეკვავე სერიალის ერთ-ერთი გმირის ლუქი, რომელიც ,,ვერსაჩეს” იმ ვინტაჟური კაბის ინსპირაციით შეიქმნა, რომელიც ლოპესს 2000 წლის ,,გრემიზე” ეცვა.

ცნობისთვის, On the Floor 2011 წელს გამოიცა. სიმღერაში ინტერპოლირებულია ჯგუფ – Kaoma-ს 1989 წლის მსოფლიო ჰიტის – Lambada მელოდია. საინტერესოა, რომ თავად ,,ლამბადაც” ბოლივიური ფოლკლორული სიმღერის, Llorando se fue-ს გადამუშავება იყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის წესდებით, მას შემდეგ, რაც ალბომის თუ სინგლის 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდება, ის პლატინის სტატუსის ხდება. 10 პლატინის სტატუსი ავტომატურად, 10 მილიონი ჩანაწერის გაყიდვას გულისხმობს, რაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის უმაღლეს – ბრილიანტის სერტიფიკატს წარმოადგენს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები